ცვლილებების
ინიციატორთა
ფორუმი

ძვირფასო კოლეგებო,

2014 წლის 13-14 თებერვალს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მასპინძლობს  „ცვლილებების ინიციატორთა“ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობას ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ბიზნეს გარემოში ცვლილებები მოაქვს.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური  ურთიერთობებისა და სამოქალაქო თვითშეგნების თვალსაზრისით.  ეს ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის,  სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით განხორციელდა. თუმცა, როგორც მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, სოციალური ტრანსფორმაცია და პოზიტიური ცვლილებები სხვადასხვა სექტორის საერთო ძალისხმევის შედეგად უფრო დაჩქარებული ტემპით  მიმდინარეობს, რაც თავისთავად პირდაპირ აისახება საზოგადოებების კეთილდღეობასა და თანასწორობაზე. 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომელიც წლების მანძილზე პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალებას აძლევს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება, მიიჩნევს, რომ საქართველოში სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები სხვადასხვა სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობით უნდა მივაღწიოთ.  

მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ სხვადასხვა სექტორში მოღვაწე თანამოაზრეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი თანამონაწილოებით, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება

პატივისცემით,

 

ქეთევან  ვაშაკიძე

პრეზიდენტი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

სიახლეები
2014-01-24
სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორების გადაკვეთა, არსებული რეალობა და გამოწვევები
ცვლილებების ინიციატორთა ფორუმის მედია პარტნიორმა, რადიო ათინათმა, მოამზადა თოქ-შოუ სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის შესახებ 
2013-12-17
სამოქალაქო საზოგადოების როლი პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში
გადაცემა მომზადა "ცვლილებების ინიციატორთა ფორუმის" პარტნიორის GARB-ის მიერ. 
2013-11-18
ცვლილებების ინიციატორთა ფორუმი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გვერდზე.  2014 წლის 13-14 თებერვალს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ატარებს პირველ „ცვლილებების ინიციატორთა“ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები, სამთავრობო და არასამთავორბო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები, რომელთა საქმიანობასაც კულტურულ, სოციალურ და ბიზნეს ქცევასა და ურთიერთობებში ცვლილებები მოაქვთ. 
დონორები
პარტნიორები
საინფორმაციო მხარდამჭერები